პროგრამის ავტორი და სტუდიის ხელმძღვანელი თამილა მონტმექვაბიშვილი

პროფესიით  - არქიტექტორიდიზაინერი  და  მხატვარი.

 

              ჩვენ მაქვს პატივი და სიამოვნება შემოგთავაზოთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული შემსწავლელი  ხელოვნების კრეატიული სტუდია  FIVE CORNERS, რაც ნიშნავს -  "ხუთი კუთხე"-მე -5 კუთხე მთლიანად ცვლის ნებისმიერი სივრცის აღქმასმე -5 კუთხე ახალ სტრუქტურას სძენს მეხუთე კედელსის თითქოს ცარიელი ტილოს მსგავსადთავის დროს ელოდება და მზად არის ახალი ისტორიის დასაწერად.

 

 

 

 

  • სწავლების მიზანია 5-წლიდან და ზემოთ   ახალბედა ხელოვანებს  გამოუმუშავდეთ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, საკითხის სიღრმისეული წვდომა, ინტერესი ტექნიკური შემოქმედებისადმი, გრაფიკის ენის გააზრებულად შესწავლა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა და, როგორც ნებისმიერ ენას, მასაც აქვს თავისი სიღრმისეული სიბრძნე, ლოგიკურობა და ლაკონურობა.
  • მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი, პერსპექტივა და ა.შ. მოსწავლეები დახატავენ ნატურმორტებს. მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ადამიანის სხეულის აგებულების და მისი პროპორციების შესახებ და ა.შ.
  • სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შედარებით უმცროსი ასაკის მოსწავლეები, გამარტივებული ფორმებით შეისწავლიან ზემოთ ნახსენებ თემებს. ასაკის მატებასთან ერთად კი გაიზრდება როგორც მეცადინეობების სირთულე, ისე თემების მრავალფეროვნება და მათ დაემატებათ ახალი ცნებებიც. მაგალითად: უფროსი ასაკის მოსწავლეების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სიმეტრია და ასიმეტრია გეომეტრიული ფორმების დახმარებით;  ამ ცნებების ასახვა ნამუშევარში; დინამიური და სტატიური ფიგურები. ისინი მათი დახმარებით შექმნიან გრაფიკული ნამუშევრებს. მათ ასევე მოუწევთ ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება.
  • თუმცა გარდა აკადემიური ხატვის საფუძვლების ზემოთ მოყვანილი მცირე ჩამონათვალისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების აბსტრაქტული აზროვნების უნარის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ამიტომ გარდა ტექნიკის დახვეწისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მოსწავლეების მხრიდან ყველანაირ კრეატიულ იდეას და ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას.
  • ხატვის, ფერწერის, ქანდაკების, ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის განსხვავებული ტექნიკის თუ ხელოვნებათმცოდნეობის საფუძვლების სწავლების პროგრამა რამდენიმე წლიან კურსს ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეებში ხელოვანისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე; 
  •  მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თბილისში არსებულ და დაცულ მატერიალური კულტურის ძეგლებს, მხატვართა სახლ-მუზეუმებს, ესტუმრონ სახელოსნოებს, სამუზეუმო ექსპოზიციებსა თუ გამოფენებს, დაესწრონ ხელოვნების ისტორიის სპეციალისტების საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს.
  • პროგრამული სწავლების თითოეული ეტაპი აღინიშნება ახალბედა ხელოვანთა და მოყვერულთა მონაწილეობით გამართული გამოფენით, კონფერენციით, შეხვედრით. გამორჩეული ნამუშევრები, ჩვენ პედაგოგთა და მოწვეულ სპეციალისტთა რეკომენდაციით უფრო ფართე არენაზე გადის, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კურსდამთავრებულთა უმრავლესობის სამხატვრო აკადემიაში დაუბრკოლებლად მოწყობასთან დაკავშირებით.

 

        სტუდიაში ხატვა და ფერწერის პირველი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის უფასოა, რითაც  მშობლებს  და ასევე პედაგოგებს  შესაძლებლობა ექნება შეაფასოს ბავშვის ან მოზარდის შესაძლებლობები.

 

      სტუდიაში  გათვალისწინებული იქნება შეღავათიანი და უფასო ადგილები , სოციალურ დაუცველთა ოჯახებისთვის , ამისათვის ბავშვების მისაღებად განხორციელდება  ერთდღიანი  მინი, კონკურსი ხატვა და ფერწერაში.

 

 

 

1. სახვითი  ხელოვნება

 

ა) ხატვის გაკვეთილი;

 

ბ) ფერწერის გაკვეთილი;

 

გ) ქანდაკება, ძერწვის გაკვეთილი:

 

დ) ჩანახატისა და ესკიზის შექმნის ტექნიკის ათვისება, (კრეატიული აზროვნების განვითარება), კლაუზურა.

 

ე) ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილი (უფასო).

 

2. დეკორატიული - გამოყენებითი ხელოვნება

 

ა) ხატვის გაკვეთილი;

 

ბ) ფერწერის გაკვეთილი;

 

გ) გობელენი, თექა;

 

დ) ძაფითა და მძივით ქარგვა (მაკრამე);

 

ე) თოჯინების დეკორაციების დამზადება-აპლიკაცია;

 

ვ) ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილი (უფასო).

          

3. დიზაინ მოდელირება

 

ა) ხატვის გაკვეთილი;

 

ბ) ფერწერის გაკვეთილი; 

 

გ) ხაზვის გაკვეთილი (გეგმები, იზომეტრია,აქსონომეტრია, პერსპექტივა);

 

დ) დიზაინ-მოდელირების გაკვეთილი - ​​დიზაინერული საგნების შექმნა (კრეატიული აზროვნების, გემოვნების ჩამოყალიბება);

 

ე) ინტერიერის დიზაინი - (ოთახების ზონირება, გაფორმება, კედლის ART -იდეა, მოსაპირკეთებელი მასალის თუ ინვენტარის შესწავლა).

 

მეცადინეობების განრიგი

 

  • ყოველ შაბათს ჩატარდება - 45 წუთიანი  უფასო ლექცია  ხელოვნებამცოდნეობაში - 9 წლიდან - და ზემოთ ასაკის მოზარდთათვის;

 

  • 9-წლიდან მოსწავლეებს ხატვა-ფერწერის  გაკვეთილების გარდა, სურვილისამებრ სპეციალიზაციის განხრით ჩაუტარდებათ,  დეკორატიული -გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინ - მოდელირების შემსწავლელი გაკვეთილები, თვეში 4-ი გაკვეთილი (აკადემიური -45 წუთი );

 

  • აბიტურიენტებს  არქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, ხატვა და ფერწერის გაკვეთილები ჩაუტარდებათ კვირაში 3-ჯერ, 15 - და ზევით წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა - 135 -180 წუთი.

 

  • მოსწავლეების  პლენერზე  გასვლა  (ძველ თბილისსა თუ სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში)თვეში  ერთხელ ან ორჯერ - ამინდის შესაბამისად.

 

 

 სახვითი  ხელოვნების მეცადინეობის განრიგი

 

  • 5-7 წლიანები - ორშაბათი 14:00 საათზე. - 14:45 საათამდე (კვირაში ერთი დღე, 30 ლარი თვეში). 

    ___________________________________________________________________________________________________

  • 8 - 10 წლიანები - ორშაბათი და ოთხშაბათი, 15:00 საათ.-16.00-საათამდე (კვირაში ორი დღე, 60 ლარი თვეში);                                                         

  • 11 -13 წლიანები - ორშაბათი და ოთხშაბათი, 16:00 საათ.- 17:30-საათამდე (კვირაში ორი დღე, ხატვა და ფერწერა  და 60 ლარი  -90ლარი) ;                                                          

  • 14 -16 წლიანები - ორშაბათი და ოთხშაბათი, 17:30 საათ. -19:00 საათამდე (კვირაში ორი დღე, 60 - 90 ლარი თვეში);

          _____________________________________________________________________________________________________ 

 

 

  • 5-7 წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 17:00 საათ. - 18: 00-საათამდე (კვირაში ორი დღე, 50ლარი თვეში); 

    ____________________________________________________________________________________________________ 

  • 8- 10 ​​წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:30 საათ. - 15:30 საათამდე (კვირაში ორი დღე, 60 ლარი თვეში);

 

  • 11-14 წლიანები - სამშაბათს და ხუთშაბათს, 15:30 საათ. -17: 00 საათამდე (კვირაში ორი დღე, 60 - 90 ლარი თვეში);

 

  • 17-დან და ზემოთ წლ. აბიტურიენტებისთვის (არქიტექტურა და დიზაინის ფაკულტეტებისთვის) - სამშაბათს და ხუთშაბათს, შაბათი

    18:30საათ. -21:30 საათამდე (კვირაში 3 დღე - სამ-სამი საათი, - 250 ლარი თვეში).

 

სპეციალიზაციის განხრით ჩაუტარდებათ გაკვეთილები (სახვითი  ხელოვნების აუცილებელი  3 -წლიანი კურსის გარდა) , 

 

დეკორატიული -გამოყენებითი ხელოვნების  კურსები   - 9 დან -14-მდე  წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის  : 

 

 

 

 

1) გობელენი, თექა   -  40 ლარი -თვეში  - 4 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი);

 

2) ძაფითა და მძივით ქარგვა (მაკრამე) -   40 ლარი -თვეში 4 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი); 

 

3) თოჯინების დეკორაციების დამზადება-აპლიკაცია -  40 ლარი -თვეში 4 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი); 

 

4) ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილი (უფასო).

 

 სპეციალიზაციის განხრით ჩაუტარდებათ,(სახვითი  ხელოვნების აუცილებელი  3 -წლიანი კურსის გარდა), 

 

დეკორატიული -გამოყენებითი ხელოვნების კურსები - 14 წლიდან და ზევით ასაკის მოზარდებს  :

 

1) გობელენი, თექა   -  80 ლარი -თვეში  - 8 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი);

 

2) ძაფითა და მძივით ქარგვა (მაკრამე) -   80 ლარი -თვეში 8 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი); 

 

3) თოჯინების დეკორაციების დამზადება-აპლიკაცია -  80 ლარი -თვეში 8 გაკვეთილი (აკადემიური -45წუთი); 

 

4) ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილი (უფასო).

 

დიზაინ -მოდელირების შემსწავლელი კურსები  - 13 წლიდან  ზემოთ მოზარდებისთვის:

 

1) ხაზვის გაკვეთილი  (ხედები, გეგმები, იზომეტრია, აქსონომეტრია, პერსპექტივა)        -  60 ლარი -თვეში  4   გაკვეთილი (აკადემ. -45წუთი); 

                                                                                                                                - 120 ლარი - თვეში 4 გაკვეთილი (აკადემი. -45წუთი);

    

2) დიზაინ - მოდელირების გაკვეთილი - ​​(დიზაინერული საგნების შექმნა)            

     (კრეატიული აზროვნების, გემოვნების ჩამოყალიბება)                                                - 100 ლარი - თვეში  4 გაკვეთილი (აკადემ. -45წუთი); 

                                                                                                                                  - 200 ლარი - თვეში  8 გაკვეთილი (აკადემ. -45წუთი);

   

 

3) ინტერიერის დიზაინი  -    

   (ოთახების ზონირება, გაფორმება, კედლის ART -იდეა,  მოსაპირკეთებელი მასალის თუ ინვენტარის შესწავლა).  - 

                                                                                                                                      - 120 ლარი - თვეში 4 გაკვეთილი (აკადემ. -45წუთი); 

                                                                                                                                      - 240 ლარი - თვეში 8 გაკვეთილი (აკადემ. -45წუთი); 

4) ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილი (უფასო).