მრავაპროფილური კომპანიის სტუდია 5 ქორნერის ბაზაზე შექმნილი 

 

ხალი კულტურული გარემო  -   გთავაზობთ

 

  საგამოფენო დარბაზში - თანამედროვე  ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენებს

 

და ხელოვნების სასწავლო კრეატიული სტუდიას.

 

      

 

 

მისამართი: ქ.თბილისი. ქეთევან დედოფლის 84/86, 1 - სართული, Studio -                                                                                                                

(შესასვლელი ლეხ კაჩინსკის ქუჩის მხრიდან )

ტელ.: +995 5 99 28 74 60, +995 5 97 90 99 59

 

პროგრამის ავტორი და სტუდიის ხელმძღვანელი თამილა მონტ. მექვაბიშვილი

პროფესიით  - არქიტექტორი, დიზაინერი  და  მხატვარი.

 

ენი კომპანიის სახელი სიმბოლურია  "Studio  "FIVE CORNERS"რაც  ნიშნავს - "სტუდია  "ხუთი კუთხე" -ს, მე -5 კუთხე მთლიანად ცვლის ნებისმიერი სივრცის აღქმას, მე -5 კუთხე ახალ სტრუქტურას სძენს მეხუთე კედელს. ის თითქოს ცარიელი ტილოს მსგავსად, თავის დროს ელოდება და მზად არის ახალი ისტორიის დასაწერად.

 

არქიტექტორი ქმნის ახალ სივრცეს ცხოვრებისთვის, აშენებს მყარ სტრუკტურას, მხატვარი კი წერს მომენტებს და ასხავს სილამაზესდიზაინერი არქიტექტორის ჩანაფიქრს უნიკალურ იერსახეს სძენს და პოულობს საუკეთესო ადგილს მხატვრის ნამუშევრებისთვის. ეს ყველაფერი ორგანულად შერწყმულია და ვერ იარსებებს ერთმანეთის გარეშე.

 

პროექტის მთავარი იდეის არსი  - შეიქმნას ახალი კულტურული გარემო, ავაშენოთ მეხუთე კედელი, დავაპროექტოთ ახალი ხიდი, რომელიც აერთიანებს შემოქმედებას და სხვადასხვა ქვეყნების შემომქედ ადამიანებს, რათა აღდგეს სათუთი ადამიანური ურთიერთობებიის მყარი და გამძლე ოქროს საწმისი, რომელიც დაიცვს ნებისმიერ ცვლილება. ეს ძალუძს მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვნებას და ჭეშმარიტად შემოქმედ ადმიანებს

 

შემოქმედება გადაარჩენს სამყაროს  და ხელს შეუწყობს მის დაბალანსებას.   

                                                                         

                        

ჩვენი მთავარი მიზანი  -  ერთიანი ძალისხმევით  მოვუწოდოთ თანადგომისკენ ხელოვნების მოყვარულებს , სილამაზის შემფასებლებს. პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა   მიიღონ ახალბედა მხატვრებმა, არქიტექტორებმა, დიზაინერებმა, ნოვაციური იდეების ავტორებმაგამოყენებითი ხელოვნების ოსტატებმაეროვნული ტრადიციებისა და ხელნაკეთობების მატარებლებმა. ზოგიერთი ნამუშევარი  მოთმინებით ელის თავის შემფასებელს  და მოვა დრო  - სათანადო ყურადღებით და ჩვენი დახმარებით ეს ტილოები და ნამუშევრები ღირსეულ აღიარებას მოიპოვებენ, იპოვიან თაყვანისმცემლებს და მყიდველებს, ხოლო ავტორები მიიღებენ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

 

"ნიჭიერებს უნდა დავეხმაროთ ..." - ეს ყოველთვის იყო, ა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი თანამედროვე და მკაცრ რეალობაში.

 

ერთ ერთი პირველი ამოცანა პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების  სკოლის  გახსნა ნიჭიერი ბავშვებისთვის საქართველოშისადაც გათვალისწინებული იქნება შეღავათიანი და უფასო ადგილები .  

 

 

  

                                 

 

  ჩვენი პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

 

 

  • პერიოდული გამოფენების ორგანიზება - გალერეა Studio “FIVE 5 CORNERS"- ში   ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვა -  ქართული კულტურის განვითარება;

 

  •  ავტორებისა  და  მათი  პროექტების  პრეზენტაციები  საგამოფენო დარბაზში. ნამუშევრების  პოპულარიზაცია  და ორგანიზება  საქართველოში;ნამუშევრების  კულტურული  გაცვლა  სხვადასხვა  ქვეყნებთან ,  ქართველი მოწვეული  მხატვრების  გამოფენები;

 

  • პერსონალური  გამოფენების  ორგანიზება,  პოპულარიზაცია; 

 

  • კერძო  და  კორპორატიული კლიენტებისათვის  ქართველ და უცხოელ  ავტორთა ნაშრომების  ყიდვა - გაყიდვის   ორგანიზება;

 

  • ხელოვნების  სასწავლო  ცენტრის  შექმნა  დიზაინ - მოდელირების,  სახვითი და დეკორატიულ - გამოყენებითი  კრეატიული სტუდიის (სასკოლო ასაკის მოსწავლეებისა  და  აბიტურიენტების  მომზადება).

 

  • ხელოვნების  სასწავლო   ცენტრისათვის  (სასკოლო ასაკის  მოსწავლეებისა  და აბიტურიენტების),  ცნობილი  ხელოვანი  ოსტატების  მოწვევა მასტერ -კლასის ჩასატარებლად დიზაინ-მოდელირების,  სახვითი  და  დეკორატიულ -გამოყენებითი   ხელოვნების  განხრით.