კომპანიის შესახებ 

 
 
 
 
არქიტექტურულ - სამშენებლო კომპანია LTD «STUDIO 5 CORNERS» რაც ნიშნავს შპს"სტუდია 5 კუთხე"  - ახორციელებს კონცეპტუალურ პროექტირებას, სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებას, ინტერიერის დიზაინს. უზრუნველყოფს მომსახურების სრულ კომპლექტს პროექტირებიდან ბინის გასაღების ჩაბარებამდე:
 
  •  კერძო კოტეჯები,საცხოვრებელი კომპლექსები,ქალაქის ტიპის დასახლებები(ინფრასტრუქტურის შემუშავების ჩათვლით)
  •  სანატორიუმები,პანსიონატები და დასასვენებელი ბაზები
  • საოფისე ნაგებობები და ადმინისტრაციული შენობები
  • ბინების ინტერიერის დიზაინი და საცხოვრებელი სახლების ინტერიერი
  • ბინების რემონტი და საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანა
  • ადმინისტრაციული და სავაჭრო მოედნების მოწყობა(ნებისმიერი სირთულის)
  • პროექტირებაზე და მშენებლობაზე ნებადართულობის დოკუმენტაციის მიღება
  • ტექნიკის,მასალების,ავეჯის და განატების მომწოდებლების შერჩევა.

 

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ დახვეწილი, უნიკალური სტილი ჩვენი კლიენტებისთვის.  ყოველთვის მზად ვართ შემოქმედებითად განვახორციელოთ თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე საინტერესო და პროგრესული ტენდენციები.

3D ვიზუალიზაციის და ვიდეორგოლის შექმნა საშუალებას გვაძლევს თვალნათლივ და სწრაფად მოვახდინოთ თქვენი პროექტის დემონსტრირება და მაქსიმალურად აღვავსოთ პროექტი სიცოცხლით.
 
ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი დაგეხმარებაღ ყველა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს შესრულებაში,სახლებისა და საზოგადო დამიშნულების ნაგებობების შიდა მოპირკეთებაში.ტერიტორიის მოწყობაში,საინჟინრო კომუნიკაციების ჩათვლით.
 
ტექნიკური და არქიტექტურული ზედამხედველობა ობიექტზე ხორციელდება მთელი სამშენებლო სამუშაოების განმავლობაში.
 
ჩვენ გთავაზობთ მაღალხარისხიანი ავეჯის ფართო არჩევანს შეკვეთით ოპტიმალურ,მისაღებ ფასად. ყურადღებით შევისწავლით რა თქვენს მოთხოვნებს,დაგეხმარებით შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი და ვუზრუნველყოფთ მაქსიმალურ კომფორტს.

 

კომპანია

 

                       თამილა მექვაბიშვილი

ქალბატონი თამილა(Монт. -ფსევდონიმი) -  არის  დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი , არქიტექტურულ-დიზაინერული და სამშენებლო კომპანიის - LTD "STUDIO 5 CORNERS"  რაც ნიშნავს - შპს "სტუდია 5 კუთხე ". იგი არის  ასევე  ფირმის მთავარი არქიტექტორი და წამყვანი  იდეოლოგი  -  ინტერიერების დიზაინერი. 

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით  არქიტექტორი - მხატვარი.

ინსტიტუტის  დამთავრების შემდეგ წელს (1995-1996 წლებში მუშაობდა) როგორც საუკეთესო დიპლომანტი დატოვეს  ლექტორად  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის  ფაკულტეტზე. 

იმ პერიოდში გაუსაძლისი ეკონომიური პირობების გამო საქართველოში, გადაწყვეტილება მიიღო წასულიყო ქ. მოსკოვში, სადაც გააგრდძელებდა სწავლას, ასევე იმუშავებდა თავისი სპეციალობით და   მიიღებდა პროფესიულ გამოცდილებას, რაც მართლაც მოხდა. 1998 წელს  დაამთავრა "аспирантура   ЦНИИП - Градостроительства" ქ.მოსკოვში,  რაც ნიშნავს -  ურბანული ქალაქგეგმარების  სამეცნიერო კვლევის  ინსტიტუტის ასპირანტურა. დაიცვა სადოქტორო თემაზე - "ადმინისტრაციული და ბიზნეს- ცენტრების განვითარება და თვისებები ისტორიულ ქალაქებში(ქ.თბილისი და ქ.პრაღის მაგალითებზე)".  სულ მალე  გარკვეული გამოცდილების მიღების  შემდეგ - 5 წელიწადში ოფიციალურად ჩამოაყალიბა  თავისი კომპანია და საკმაოდ წარმატებულად დღესაც მუშაობს.

 

მიღებული აქვს კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატები შემდეგ სფეროებში:

  • სახელმწიფო აკადემიის  კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების გადამზადების საკითხში მშენებლობასა და საბინაო-კომუნალურ მომსახურებაში,(მოსკოვი,რუსეთი)თემა-“შენობა-ნაგებობების პროექტირებამოკლევადიანი პროფესიული სერტიფიკატი 2002 .

  • GKRF მშენებლობა საბინაოკომუნალური მომსახურება - აქვს აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების შენობებისა და ნაგებობების პროექტირებისთვის - კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი 25823 -2002 .

  • რუსეთის განათლების სამინისტრო აქვს საჭირო პროფესიული და საქმიანი თვისებები გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაცვით მშენებლობის განსახორციელებლად საკვალიფიკაციო სერტიფიკატის ნომერი 20770 -2002 .

 

"ჩემი პროფესიული კრედო -

  • ჩემთვისმნიშვნელოვანია ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირება;
  • ვაფასებ მათ ვისაც ჯერ კიდევ სჯერა იდეების ძალის და ყოფნის გამბედაობა ამის პროექტებში განსაცხადებლად;
  • ჩვენი მომხმარებლისათვის ჩვენ ვცდილობთ შემოქმედებითად განვახორციელოთ; თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე საინტერესო და პროგრესული ტენდენციები;
  • არქიტექტურული სტილი - ეს არის ნიჭი,  ძიება და ექსპერიმენტებიმუდმივი ფიქრი და ბევრი მუშაობა, რის შედეგადაც იბადება  სტილი -  თქვენი სტილი! "